არაგორნი
From Wikipedia, the free encyclopedia
არაგორნ II, ძე არათორნისა (Aragorn) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ძირითადად, ფიგურირებს რომანში „ბეჭდების მბრძანებელი“.
სწრაფი ფაქტები არაგორნი, სხვა სახელები ...
არაგორნი | |
---|---|
არაგორნი, ილუსტრაცია | |
სხვა სახელები | ელესარი, დუნადანი, თორონგილი, ესტელი, მაწანწალა |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | ადამიანი |
ნაწარმოები | ბეჭდების მბრძანებელი |
დახურვა
არაგორნი არის ადამიანთა რასიდან. იგი არის გონდორის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე, რომელიც მრავალი წელია დაეხეტება და თავის ჟამს ელოდება. ბეჭდის ომის პერიოდში იგი ეხმარება ფროდო ბეგინსს და მის მეგობრებს და ბეჭდის საძმოს დაშლამდე მათთან ან მათ გარეშე მოგზაურობს. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების გზები იყოფა, არაგორნი დიდ როლს თამაშობს საურონთან ომში. რომანის ბოლოს მოთხრობილია, თუ როგორ გახდა იგი გაერთიანებული სამეფოების მმართველი.