არიდული მცენარეულობა
From Wikipedia, the free encyclopedia
არიდული მცენარეულობა (ლათ. aridus — „მშრალი“, „გამხმარი“, „მწირი“) — მცენარეულობა, რომელიც გავრცელებულია მშრალი ჰავის პირობებში (უდაბნო, ველი), სადაც აორთქლებული ტენის რაოდენობა მოსულ ნალექებს აღემატება. არიდული მცენარეულობას განეკუთვნება:
- მრავალწლოვანი მცენარეები, რომლებსაც სიმშრალეში აორთქლების მცირე ინტენსივობა და ქსოვილებში წყლის დიდი რაოდენობით შეწოვისა და დაგროვების უნარი აქვთ (სუკულენტები);
- მრავალწლოვანი მცენარეები, რომლებიც მშრალ პერიოდში დროებით კარგავენ მიწისზედა ორგანოებს, ტენით უზრუნველყოფის დროს კი კვლავ არადგენენ დაკარგულ ორგანოებსა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებს (ეფემეროიდები);
- ერთწლოვანი მცენარეები, რომლებიც გავლვის დაწყებამდე ასწრებენ სასიცოცხლო ციკლის გავლას (ეფემერები).