არმანიაკი (სასმელი)
From Wikipedia, the free encyclopedia
არმანიაკი — ბრენდის გამორჩეული სახეობა, რომელიც მზადდება არმანიაკის რეგიონში, გასკონში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. ეს არის ღვინისგან გამოხდილი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მზადდება 4 ჯიშის ყურძნისგან: უნი ბლანი, ფოლ ბლანში, ბაკო 22ა და კოლომბარი. სწორედ ისინი აკმაყოფილებს ყველაზე მეტად მწარმოებელთა მოთხოვნებს: საკმაოდ მდგრადია კლიმატური პირობების მიმართ და მაღალი მჟავიანობის ღვინის მიღების საშუალებას იძლევა, რომელიც კონცენტრირებული არომატებითა და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით (10-10,5%) გამოირჩევა.
არმანიაკი საფრანგეთში ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ალკოჰოლური სასმელების დისტილაცია დაიწყო, მაგრამ წარმოების საერთო მოცულობა კონიაკის წარმოებაზე გაცილებით მცირეა და, შესაბამისად, ევროპის გარეთ ნაკლებად არის ცნობილი. გარდა ამისა, იგი უმეტესწილად მზადდება და იყიდება მცირე მწარმოებლების მიერ.