ასა
From Wikipedia, the free encyclopedia
ასა (ივრ. אסא) — იუდეის მეფე ძვ. წ. 913-873 წლებში, მეფე აბიასა და მახეას ვაჟი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ასას მმართველობის მეათე წელს იუდეას ეთიოპიელები შემოესივნენ, მაგრამ ასამ დაამარცხა ისინი. მან ასევე წარმატებით დაამარცხა ისრაელის მეფე ბააში მმართველობის ოცდამერვე წელს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ასა ღვთისმოსავი კაცი იყო. მისი ყველა ქმედება ადასტურებდა ამას.