ასლანკა
მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ასლანკა — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ბედენის ქედის მისადგომებიდან. სიგრძე 20 კმ.[1]
სწრაფი ფაქტები ასლანკა, ქვეყანა ...
ასლანკა | |
---|---|
ასლანკა სოფ. იფნართან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე) |
სათავე |
ბედენის ქედი 41°34′46″ ჩ. გ. 44°19′09″ ა. გ. |
შესართავი |
ხრამი 41°29′24″ ჩ. გ. 44°28′05″ ა. გ. |
სიგრძე | 20 კმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა
მდინარის ძველი სახელია „ტორნე“. XIX საუკუნეში ხეობაში ჩასახლებულმა რუსებმა მდინარეს „ასლანკა“ უწოდეს.[2]
ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში წერს: „...ერთვის ქციას ჴევი ტორნე, ირაგის ჴეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამჴრით. არამედ ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი, გარნა ბენდერის მთის კერძოდ, ვითარცა სხუა მთის ალაგნი.“[2][3]