ატლანტიკის თასი 1976
From Wikipedia, the free encyclopedia
ატლანტიკის თასი 1976 (ესპ. Copa del Atlántico 1976, პორტ. Taça do Atlântico 1976) — საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის — ატლანტიკის თასის რიგით მესამე და ბოლო გათამაშება, რომელიც ოთხი ქვეყნის — არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაიმართა 1976 წლის 25 თებერვლიდან 9 ივნისის ჩათვლით.[1]
სწრაფი ფაქტები ატლანტიკის თასი 1976 Copa del Atlántico (Conmebol) ...
ატლანტიკის თასი 1976 Copa del Atlántico (Conmebol) | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | არგენტინა ბრაზილია პარაგვაი ურუგვაი |
ქალაქები | 4 |
სტადიონები | 5 |
ტურნირის ვადები | 25 თებერვალი — 9 ივნისი |
მონაწილე | 4 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ბრაზილია |
მეორე ადგილი | არგენტინა |
მესამე ადგილი | პარაგვაი |
მეოთხე ადგილი | ურუგვაი |
ტურნირის სტატისტიკა | |
მატჩები | 12 |
გოლები | 39 (3.25 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | მარიო კემპესი (6 გოლი) |
დახურვა
ტურნირში გამარჯვება მესამედ მოიპოვა ბრაზილიის ნაკრებმა.[2][3]
1956 და 1960 წლების ატლანტიკის თასის გათამაშების ფორმატისგან განსხვავებით, რომელიც ითვალისწინებდა თითო შეხვედრას გუნდებს შორის, მიმდინარე — 1976 წლის ტურნირის ფარგლებში გუნდები ორ-ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს — სტუმრად, მეტოქის მოედანზე და შინ, საკუთარ მინდორზე.