აფშერონსკი
ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის სამხრეთ ნაწილში, აფშერონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტ / From Wikipedia, the free encyclopedia
აფშერონსკი (რუს. Апшеронск) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის სამხრეთ ნაწილში, აფშერონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] 39 488 მცხოვრები (2020).[2] მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, მდინარეების ფშეხისა და ტუხის (ყუბანის აუზი) ნაპირზე.[1] რკინიგზის სადგური არმავირ — ტუაფსის ხაზის შტოზე.[3][4] დაარსდა 1863 წელს როგორც სტანიცა აფშერონსკაია.[1] ქალაქია 1947 წლიდან.[3][4] ქალაქში არის ხე-ტყისა და ხის დასამუშავებელი მრეწველობის საწარმოები (დახერხილი ხე-ტყის, პარკეტის, სამასალე მერქნის წარმოება); განვითარებულია ნავთობმრეწველობისა და ხის დასამუშავებელი მოწყობილობების წარმოება; მთის მდინარე სერებრიაჩკას ბუნებრივი წყლის საფუძველზე სასმელების ჩამოსხმა.[1] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ავტოსარემონტო ქარხანა, სრესი.[3][4]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აფშერონსკი Апшеронск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | კრასნოდარის მხარეკრასნოდარის მხარე | ||||
რაიონი | აფშერონსკის რაიონი | ||||
კოორდინატები | 44°27′39″ ჩ. გ. 39°44′26″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1863 | ||||
ადრეული სახელები | აფშერონსკაია | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1947 | ||||
ფართობი | 28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 203 მ | ||||
კლიმატის ტიპი | ზომიერი | ||||
მოსახლეობა | 39 488 კაცი (2020) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86152 | ||||
საფოსტო ინდექსი | 352690 | ||||
დახურვა