აღმოსავლეთ ტიმორის დროშა
აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული სიმბოლო / From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთ ტიმორის დროშა — აღმოსავლეთ ტიმორის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე დროშა 2002 წელს მიიღეს. ეს ზუსტად იგივე დროშაა რომელიც ქვეყანამ 1975 წელს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდონეზიის შეჭრამდე 9 დღით ადრე მიიღო[1]. 2002 წლის 19 მაისის შუაღამეს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ხოლო მეორე დღეს დაეშვა გაეროს დროშა და დამოუკიდებელი აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღიმართა.
აღმოსავლეთ ტიმორის დროშა | |
---|---|
აღმოსავლეთი ტიმორი | |
მიღებულია |
28 ნოემბერი, 1975 (დე ფაქტო) 19 მაისი, 2002 (დე იურე) |
პროპორცია | 1:2 |
კომპიუტერული დიზაინი |
დროშა წარმოადგენს წითელი ფერის მართკუთხა ქსოვილს, რომლის მარცხენა ნაწილში გამოსახულია ორი ყვითელი და შავი ტოლფერდა სამკუთხედი, შავ სამკუთხედზე დატანილია თეთრი ვარსკვლავი. |
აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ყვითელი (PMS 123) სამკუთხედი „აღმოსავლეთ ტიმორის კოლონიალური ისტორიის კვალს“ წარმოადგენს. შავი სამკუთხედი „სიბნელეს რომელიც უნდა დაიძლიოს“; დროშის წითელი (PMS 485) ფონი წარმოადგენს „ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას“; ვარსკვლავი ან „გზის მაჩვენებელი სინათლე“ თეთრი ფერისაა რაც მშვიდობას განასახიერებს.