აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
დღემდე აშშ-ს ჯონ ადამსიდან მაიკ პენსამდე 48 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. თავიდან ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა ის პიროვნება, ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებში მეორე ადგილს დაიკავებდა. თუმცა 1800 წლის არჩევნებში ტომას ჯეფერსონის და აარონ ბურის მიერ თანაბარი ხმების მოპოვების გამო პრეზიდენტის ვინაობა წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტა. რათა მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან აეცილებინათ კონსტიტუციაში მე-12 შესწორება შეიტანეს. ამ შესწორებით დღევანდელი სისტემა შეიქმნა, სადაც ამომრჩევლები ვიცე-პრეზიდენტს ცალკე აძლევენ ხმას.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პარტია | ვიცე-პრეზიდენტი |
---|---|
რესპუბლიკელი | 21 |
დემოკრატი | 18 |
დემოკრატ-რესპუბლიკელი | 6 |
ვიგი | 2 |
ფედერალისტი | 1 |
ვაკანტური | 18 |
კონსტიტუციის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტს მცირე უფლებები აქვს. მისი მთავარი ფუნქცია პრეზიდენტის პოსტის დაკავებაა, თუ თანამდებობა მოქმედი პრეზიდენტის ქმედუუნარობის, გადადგომის ან გარდაცვალების გამო განთავისუფლდება. ამ გზით 9 ვიცე-პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტი. ასევე ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტია, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს.
კონსტიტუციაში 25-ე შესწორებამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გამოთავისუფლების შემთხვევაში მომავალ არჩევნებამდე ვაკანტური რჩებოდა. კონსტიტუციის შესწორებამდე ასეთი 16 შემთხვევა მოხდა:7 გარდაცვალების, 1 თანამდებობიდან გადადგომის და 8 პრეზიდენტის პოსტის დაკავების გამო. ამ შესწორებით ვაკანტურ პოსტზე ახალ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტი ნიშნავს და კონგრესის ორივე პალატა ამტკიცებს. ამის მიხედვით ორი ვიცე-პრეზიდენტია დანიშნული ჯერალდ ფორდი 1973 წელს და ნელსონ როკფელერი 1974 წელს.[1]
დღემდე ვიცე-პრეზიდენტები 21 შტატიდან იყვნენ. ნახევარზე მეტი ხუთი შტატიდან იყო: ნიუ-იორკი (11), ინდიანა (6), მასაჩუსეტსი (4), კენტუკი (3) და ტეხასი (3). ვიცე-პრეზიდენტთა უმრავლესობამ პოსტი 50-60 წლის ასაკში დაიკავა და უმეტეს მათგანს პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე თანამდებობას დაიკავებდა.