აშშ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მეტსახელად არწივები (ინგლ. the Eagles) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ადმინისტრაციულად აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს მართავს აშშ-ის რაგბის კავშირი — USA Rugby, რომელიც IRB-ის 6 რეგიონალური ორგანოდან ერთ-ერთის – ჩრდილოეთი ამერიკისა და კარიბის ზღვის რაგბის ასოციაციის წევრია.
კავშირი | აშშ-ის რაგბი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | არწივები | ||
ემბლემა | თეთრთავა არწივი | ||
მწვრთნელ(ებ)ი | მაიკ ტოლკინი | ||
კაპიტანი | კრის უაილზი | ||
ყველაზე მეტი კეპი | მაიკ მაკდონალდი (67) | ||
ყველაზე მეტი ქულა | მაიკ ჰერკუსი (465) | ||
ყველაზე მეტი ლელო | ვაეა ანიტონი (26) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
აშშ 8 - 12 ავსტრალია (16-11-1912) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
აშშ 91 - 0 ბარბადოსი (1-07-2006) | |||
უარესი დამარცხება | |||
ინგლისი 106 - 8 აშშ (21-08-1999) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 7 (პირველი 1987) | ||
საუკეთესო შედეგი | ერთი გამარჯვება, 1987, 2003 და 2011 |
აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო რვიდან შვიდ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაში. 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა მეათე ადგილი, მოუგო იაპონიას, მაგრამ დამარცხდა ავსტრალიასთან და ინგლისთან. აშშ-ის ნაკრებმა ვერ შეძლო 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გადალახვა, მაგრამ ისტორიაში პირველად დაამარცხა კანადა მისსავე მოედანზე ანგარიშით 15-14. 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა 13-ე ადგილი, სადაც მათ მოუგეს იაპონიას და დამარცხდნენ ფიჯისთან (ერთი ქულის სხვაობით), საფრანგეთთან და შოტლანდიასთან. აშშ-ის რაგბის ფედერაციამ გამოთქვა სურვილი უმასპინძლოს 2023 ან 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.
2013 წლიდან ეროვნული ნაკრები წყნარი ოკეანის ერთა თასის მონაწილეა, ხოლო ადრე ისეთ ტურნირებში მონაწილეობდა, როგორებიცაა ჩერჩილის თასი (დღეისათვის აღარ ტარდება) და პანამერიკული ჩემპიონატი.[1] 2015 წელს აშშ-ის რაგბის კავშირმა განაცხადა ახალი ყოველწლიური ტურნირის შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის 6 საუკეთესო ეროვნული ნაკრები: არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ურუგვაი და აშშ. ამ ტურნირის პირველი შეჯიბრება გაიმართა 2016 წელს.[2]