ბაზელის ზავი (1795)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაზელის სამშვიდობო მოლაპარაკება (ფრანგ. Traité de Bâle და გერმ. Friede von Basel) — სეპარატული ზავი, რომელიც 1795 წლის 5 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში პრუსიამ დადო საფრანგეთის რესპუბლიკასთან. პრუსიის მხრიდან მოლაპარაკებას ხელი მოაწერა ჰანდენბერგმა, საფრანგეთის მხრიდან კი — შვეიცარიაში მისმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ბარტელემიმ. მოლაპარაკებამ თავი დაგვამახსოვრა პირველი ანტიფრანგული კოალიციის დაშლით.