ბალეარის კუნძულების მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია ბალეარის კუნძულები შედგება 67 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ბალეარის კუნძულების მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 6 კომარკაში: პლა-დე-მალიორკა, რაიგერი, სიერა-დე-ტრამონტანა, ლიევანტი, მიჯორნი და ქალაქი პალმა-დე-მალიორკა.
ბალეარის კუნძულების ფართობია 5014 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 149 460 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია პალმა, რომელიც მოსახლეობისა მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ლიუკმაიორი (327,33 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ბუხერი (8,29 კმ²)[4].