ბანაბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანაბა ან ოკეანის კუნძული (ინგლ. Banaba) — კირიბატის მცირე კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც გილბერტის კუნძულების დასავლეთით და აღმოსავლეთით ნაურუს ტერიტორიული წყლების საზღვარზე მდებარეობს, ასევე ესაზღვრება საფრანგეთის პოლინეზიას (კუნძული მაკატეა). კუნძულის სიგრძე — 3,2 კმ-მდე, ფართობი — 6,39 კმ². კუნძულის ინგლისური დასახელებაა — «ოშენ» (ინგლ. Ocean), კირიბატულ ენაზე — ბანაბა. კუნძული პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ფოსფატების მოპოვების დროს. კუნძულის მოსახლეობაა — 295 ადამიანი (2010)[1], რომლებიც ცხოვრობენ მეჩხერი მცენარეულობით დაფარულ იმ რაიონში, რომელიც არ დაზიანებულა ფოსფატების მოპოვების დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს კუნძულ რამბიზე (ფიჯი). ისინი, ვინც კუნძულზე დარჩნენ, დღემდე ინარჩუნებენ თავის ტრადიციებს და არ წყვეტენ კავშირებს რამბიზე გადასახლებულ ნათესავებთან. კუნძული ძალიან საინტერესოა ეკოლოგებისათვის, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია სამთომომპოვებელი წარმოების საქმიანობის შედეგების ნახვა. კუნძულზე მოსახვედრად აუცილებელია კუნძულის საბჭოს ნებართვის მიღება.
მშობ. სახელი: ინგლ. Banaba მეტსახელი: ოკეანის კუნძული | |
---|---|
ბანაბა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 0°51′34″ ს. გ. 169°32′13″ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 6,39 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 81 მ |
კირიბატი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 295 (2010) |
სიმჭიდროვე | 46,17 ად. /კმ² |