ბელადონა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელადონა (ლათ. Atropa belladonna) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ძაღლაყურძენთა ოჯახის წარმომადგენელი. მისი სამშობლოა ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა და დასავლეთ აზია. გავრცელებულია დიდი ბრიტანეთის დასავლეთით, უკრაინის დასავლეთით და ირანის პროვინშიებში გილანის აღმოსავლეთით. იგი ასევე იზრდება და თან გავრცებულია კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატების ზოგიერთ ნაწილში. ფოთლები და კენკრა შეიცავს ტროპანურ ალკალოიდებს და ძალიან ტოქსიკურად ითვლება. ეს ტოქსინები მოიცავს ატროპინს, სკოპოლამინსა და ჰიუსციამინს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, ბოდვას და ჰალუცინაციებს, და ასევე გამოიყენება ფარმაცევტიაში ანტიქოლინერგიაში.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბელადონა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Atropa belladonna L., 1753 | |||||||||||||||
|
ბელადონას აქვს არაპროგნოზირებადი ეფექტი. მოწამვლისას ანტიდოტად გამოიყენება ფსიქტოგმინი ან პლოკორპინი.
მას აქვს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია. იყენებდნენ მედიცინაში, კოსმეტიკაში, შუა საუკუნეებში — ქირურგიაში ანესთეზიისთვის. ძველად რომაელები მისგან შხამს იღებდნენ (იმპერატორ აუგუსტუსის მეუღლისა და კლავდიუსის მეუღლის მკვლელობისთვის გამოიყენეს ეს შხამი), მ.შ. მოწამლული ისრების დასამზადებლად.