ბილის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბილის ტბა ან ბიანის ტბა (გერმ. Bielersee, ფრანგ. Lac de Bienne) — ტბა დასავლეთ შვეიცარიაში. მორატთან და ნევშატელის ტბასთან ერთად არის ერთ-ერთი უდიდესი ტბა იურის მთებში, შვეიცარიის ტერიტორიაზე. მდებარეობს გერმანულ და ფრანგულ ენებზე მოსაუბრე არეალების საზღვარზე.
ბილის ტბა ბიანის ტბა | |
---|---|
Bielersee Lac de Bienne | |
ბილის ტბა | |
კოორდინატები: 47°05′ ჩ. გ. 7°10′ ა. გ. | |
მდებარეობა | შვეიცარია, ბერნის კანტონი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 429 მ |
სიგრძე | 15 კმ |
სიგანე | 4.1 კმ |
ფართობი | 39.3 კმ² |
მოცულობა | 1.12 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 74 მ |
ტბის სიგრძეა 15 კილომეტრი, სიგანე — 4,1 კმ. ტბის ზედაპირის ფართობია 39,3კმ², მაქსიმალური სიღრმე — 74 მ. მდებარეობს ზღვის დონიდან 429 მეტრზე.
ტბას ერთვის მდინარე აარე, ცილი/ტეილე, რომელიც გამოედინება ნევშატელის ტბიდან, ტვანბახი და სუზე.
ტბის სანაპიროსთან მდებარე უდიდესი დასახლებებია ბილინგუალი ქალაქი ბილი/ბეინი და მისი დობილი ქალაქი ნიდაუ. ორივე ქალაქი მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპიროს მხარეს. კუნძული სანქტ-პეტერსინსელი იზიდავს ტურისტებს. კუნძული მდებარეობს ერლახის მახლობლად. ჟან-ჟაკ რუსოს აქვს რამდენიმე თვე გატარებული ამ კუნძულზე.
ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი დარგი აქ არის საათების წარმოება და მიკროტექნიკის ინდუსტრია. აქ აქვთ მსოფლიოს ცნობილ საათის მწარმოებელ ბრენდებს სათავო ოფისები, მათ შორის არიან Swatch Group და Rolex.