ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (ინგლ. Treaty on the Non-Proliferation of Nuclear Weapons) — წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც შეიმუშავა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა და მოიწონა გენერალურმა ასამბლეამ 1968 წლის 12 იანვარს.
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება | |||
---|---|---|---|
მონაწილე ქვეყნები
| |||
ტიპი | საერთაშორისო ხელშეკრულება | ||
ხელი მოეწერა | 1 ივლისი, 1968 | ||
ადგილი | მოსკოვი, ლონდონი, ვაშინგტონი | ||
ძალაში შევიდა | 5 მარტი, 1970 | ||
ხელი მოაწერეს | 190 | ||
ენები | ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური და ჩინური |
დოკუმენტის მიზანია, ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელების პრევენცია და ამგვარი იარაღის მქონე სახელმწიფოების წრის შემოსაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულება, ბირთვულ სახელმწიფოს უკრძალავს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბირთვული იარაღისა და მასზე კონტროლის სხვისთვის გადაცემას, ავალებს არ წაახალისოს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფო ბირთვული იარაღის საწარმოებლად, შესაძენად თუ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაჩენის გამო, განიარაღება თანამედროვეობის ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად იქცა. ამასთან, გაეროს მუდმივი ყურადღების საგანი გახდა, რამდენადაც მისი წესდება, განიარაღების პრინციპს, თანამშრომლობის ზოგად საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპად მიიჩნევს, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში.
თუმცა, XXI საუკუნეში განიარაღება საყოველთაოდ შეუქცევადი პროცესი არგამხდარა. მთელი რიგი სახელმწიფოები არათუ უარს არ ამბობენ იარაღზე, არამედ მნიშვნელოვან ძალისხმევასაც მიმართავენ მისი სრულყოფისა და მარაგის ზრდისათვის. შედეგად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლს, რაც მიმართულია ჯარების და შეიარაღების რაოდენობის შემცირებისკენ, შეთანხმების, ნდობის ამაღლებისკენ და საერთაშორისო ურთიერთობის სტაბილურობის განმტკიცებისკენ.