ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი (გერმ. Bosnisch-hercegovinische Infanterie; ბოსნ. Bosanskohercegovačka pješadija) — ავსტრია-უნგრეთის არმიის შენაერთი, რომელიც ბოსნიელებისგან იყო დაკომპლექტებული. როგორც მუსლიმურ ნაწილსა და სამხედრო ელიტას, მათ გარკვეული პრივილეგიები და განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ.
სწრაფი ფაქტები ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი, აქტიური ...
ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი | |
---|---|
აქტიური | 1882-1918 |
ქვეყანა | ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
შემადგენლობა | ბოსნიელები |
ტიპი | ქვეითი |
ნაწილი | ავსტრია-უნგრეთის არმია |
გარნიზონი | ვენა |
მეტსახელი | ბოსნიელები (გერმ. Bosniaken) |
დევიზი | ბოსნიელები მოდიან! გერმ. Die Bosniaken kommen! |
ფერები | |
აღჭურვილობა | მანლიხერი M1890 |
ბრძოლები | პირველი მსოფლიო ომი |
დაიშალა | 1918 |
მეთაურები | |
ცნობილი მეთაურები |
კარლ ფონ შტეერი |
დახურვა
შენაერთი ოთხი ქვეითი პოლკისა და ფელდეგერების ბატალიონისგან (გერმ. Feldjägerbataillon) შედგებოდა. თუმცა ორგანიზაციულად ავსტრია–უნგრეთის არმიის სხვადასხვა დანაყოფებს ექვემდებარებოდნენ, მათი დანომვრის სისტემა გამორჩეული იყო.