ბრიტ რობერტსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანი ლიანა რობერტსონი (ინგლ. Britt Leanna Robertson; დ. 18 აპრილი, 1990) — ამერიკელი მსახიობი. მთავარი როლი ნათამაშები აქვს ამერიკულ სამეცნიერო, სათავგადასავლო ფილმში, „Tomorrowland“-ში (2015), მონაწილეობა აქვს მიღებული რომანტიკულ სამეცნიერო ჟანრის ფილმ „სივრცე ჩვენს შორის“-ში (2017), და კომედიურ დრამა „ძაღლური ცხოვრება“-ში (2017). იგი ასევე გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა: „Life Unexpected“, „საიდუმლო წრე“, „გუმბათის ქვეშ“ და „ხალხისთვის“.
სწრაფი ფაქტები *ბრიტ რობერტსონი, დაბადების სახელი ...
*ბრიტ რობერტსონი | |
---|---|
რობერტსონი 2010 წელს, ჰემპტონის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. | |
დაბადების სახელი | ბრიტანი ლიანა რობერტსონი |
დაბადების თარიღი |
18 აპრილი, 1990 (1990-04-18) (34 წლის) ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2000-დღემდე |
დახურვა