ბუშტუკოვანი კამერა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუშტუკოვანი კამერა — მოწყობილობა, რომელიც ივსება გადაცხელებული გამჭვირვალე სითხით (ყველაზე ხშირად თხევადი წყალბადით), და გამოიყენება მასში მოძრავი ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების გამოსავლენად. კამერა გამოიგონა დონალდ გლასერმა,[1] 1952 წელს, რისთვისაც 1960 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში.[2] გავრცელებულია მოსაზრება, რომ გლასერი შთააგონებული იყო ლუდის ჭიქაში გაჩენილი ბუშტუკების დაკვირვეით; თუმცა, 2006 წლის საუბრისას გლასერმა უარყო გამოგონების ეს ვერსია, და მისივე თქმით შთაგონება ლუდში არ უპოვია, თუმცა კი მოწყობილობის ადრეული პროტოტიპის დასამზადებლად ნამდვილად ლუდი გამოიყენა.[3]
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ბუშტუკოვან კამერებს ფართოდ იყენებდნენ, თანამედროვე მაღალი ნერეგიების ფიზიკის ექსპერიმენტულ კვლევებში ამ ტიპის მოწყობილობები თითქმის მთლიანად გამოდევნა ისეთმა მოწყობილობებმა როგორებიც არის: მავრთულოვანი კამერა, ნაპერწკალური კამერა, დრიფტ კამერა და სილიკონის დეტექტორი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ორი ბუშტუკოვანი კამერა: დიდი ევროპული ბუშტუკოვანი კამერა (Big European Bubble Chamber - BEBC) და გარგამელი (Gargamelle).