განთიადი (დაბა)
დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
განთიადი[3][4] (აფხ. Ганҭиади; ყოფილი პილენკოვო[5]; წანდრიფში[6]) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე მეხადირის ნაპირზე საქართველო-რუსეთის საზღვართან. ზღვის დონიდან 40 მ., გაგრიდან 22 კმ. დაბაზე გადის თბილისი-სოჭის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
განთიადი აფხ. Ганҭиади | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°22′45″ ჩ. გ. 40°05′00″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 |
ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
ოფიციალური ენა | ქართული და აფხაზური ენები |
მოსახლეობა | 7,8 ათასი კაცი (1991) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 443[1] |
საფოსტო ინდექსი | 6700[2] |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.