გაჩიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
გაჩიანი — ქალაქი და მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. გაჩიანის მხარე ანუ სამშვილდის საერისთავო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირა საერისთავო იყო.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩიანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ქართველთა ლეგენდარულმა მამამთავარმა ქართლოსმა თავის ერთ-ერთ ძეს, გაჩიოს მისცა ქალაქი სამშვილდე და ქვემო ქართლის ნაწილი მდინარე ვერიდან მოყოლებული აბოცის მთამდე.