გეგის ჩანჩქერი
From Wikipedia, the free encyclopedia
გეგის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკად გეგაზე, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. სიმაღლე 50 მ.[1] მდინარე გეგა თავისი დინების ერთ-ერთ მონაკვეთში ხვდება კარსტულ ნაპრალში, მიწისქვეშა დერეფნების გავლის შემდეგ გადმოედინება კლდის შუაგულიდან და ქმნის თვალწარმტაც ჩანჩქერს, რომლის წყალიც ძალიან ცივია, ამიტომაც მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ზაფხულის ბოლომდეა თოვლი შენარჩუნებული. ფილმში „შერლოკ ჰოლმზისა და დოქტორ ვატსონის თავგადასავალი“ სცენა პროფესორ მორიარტრისა და ჰოლმზის ბრძოლა რაიხენბახის ჩანჩქერთან ამ ადგილასაა გადაღებული.[2]
სწრაფი ფაქტები კოორდინატები: 43°26′08″ ჩ. გ. 40°26′32″ ა. გ., მდებარეობა ...
გეგის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: 43°26′08″ ჩ. გ. 40°26′32″ ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 50 მ |
მდინარე | გეგა |
დახურვა