გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის წარმომადგენელი მამაკაცის ეროვნული ასოციაციის საფეხბურთო ნაკრები / From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ. Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, არის უეფა-სა და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათი ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
მეტსახელ(ებ)ი | Die Nationalelf | ||
---|---|---|---|
ასოციაცია |
გერმანიის საფეხბურთო კავშირი (Deutscher Fußball-Bund) | ||
კონფედერაცია | უეფა | ||
მთავარი მწვრთვნელი | იოახიმ ლევი (2006-დან) | ||
კაპიტანი | მანუელ ნოიერი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ლოთარ მათეუსი (150) | ||
ბომბარდირი | მიროსლავ კლოზე (71) | ||
ფიფა-ს კოდი | GER | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
შვეიცარია 5 - 3 გერმანია (ბაზელი, შვეიცარია; 5 აპრილი, 1908) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
გერმანია 16 - 0 რუსეთი (სოლნა, შვედეთი; 1 ივლისი, 1912) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
ინგლისი 9 - 0 გერმანია (ოქსფორდი, ინგლისი; 16 მარტი, 1909) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 18 (პირველად 1934) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1954, 1974, 1990, 2014 | ||
ევროპის ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 11 (პირველად 1972) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1972, 1980, 1996 |
გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი: 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი: 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში. 4-ჯერ გავიდა მესამე ადგილზე: 1934, 1970, 2006 და 2010 წლებში. გერმანია სულ 12-ჯერაა გასული ნახევარფინალში. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. 1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი.
ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 100 მატჩი აქვს ჩატარებული,[1],ასევე გერმანიას აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი – 224.[2]ევროპის ჩემპიონატებზე გერმანიას ყველაზე მეტი, ექვსი ფინალი აქვს ნათამაშები.
გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი, მიროსლავ კლოზე და თომას მიულერი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი, ხოლო კლოზეს გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი (16).
არის სამგზის ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996 წლებში, მიოგო რა ექვსიდან 3 ფინალი. გუნდი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროპის ყველა ჩემპიონატში, ხოლო ამ ტურნირებზე ბომბარდირები გახდნენ გერდ მიულერი, დიტერ მიულერი, კლაუს ალოფსი და კარლ-ჰაინც რიდლე. გერმანიის ნაკრები რვაჯერაა დასახელებული გერმანიის წლის გუნდად.