გოდფრი ჰაროლდ ჰარდი
ინგლისელი მათემატიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
გოდფრი ჰაროლდ ჰარდი (ინგლ. Godfrey Harold Hardy; დ. 7 თებერვალი, 1877, კრანლი — გ. 1 დეკემბერი, 1947, კემბრიჯი) — ინგლისელი მათემატიკოსი, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორი, მნიშვნელოვანი ნაშრომების ავტორი მათემატიკურ ანალიზში და რიცხვთა თეორიაში.
გოდფრი ჰაროლდ ჰარდი | |
---|---|
ინგლ. Godfrey Harold Hardy | |
დაბ. თარიღი | 7 თებერვალი, 1877(1877-02-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | კრანლი[1] [11] [12] |
გარდ. თარიღი | 1 დეკემბერი, 1947(1947-12-01)[1] [11] [2] [3] [4] [5] [13] [6] [7] [8] [9] [10] (70 წლის) |
გარდ. ადგილი | Nuffield Health Cambridge Hospital[12] |
დასაფლავებულია | Trinity College Chapel[14] |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მათემატიკოსი[15] , სამეცნიერო მუშაკი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი[3] , ოქსფორდის უნივერსიტეტი[3] და კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტრინიტის კოლეჯი[3] , Cranleigh School[3] , უინჩესტერის კოლეჯი[3] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[16] |
განთქმული მოსწავლეები | Charles Fox და Raymond Paley[17] |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი |
მეუღლე | |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი[10] , კოპლის მედალი[18] , სამეფო მედალი, დე მორგანის მედალი, გიბსის ლექცია, Chauvenet Prize[19] , Sylvester Medal[20] და სმითის პრემია |
გავლენა მოახდინეს | |
არამათემატიკოსები მას მეტწილად იცნობენ 1940 წელს დაწერილი ესსეთი "მათემატიკოსის აპოლოგია", რომელიც მათემატიკის ესთეტიკას ეხება. ეს აპოლოგია ხშირად მოიაზრება, როგორც მათემატიკოსის ანალიტიკური გონების ერთ-ერთი საუკეთესო აღწერა ფართო აუდიენციისთვის.
1914 წლიდან მისი ურთიერთობა, როგორც მენტორის, ინდოელ მათემატიკოს სრინივასა რამანუჯანთან საყოველთაოდ ცნობილია. ჰარდიმ თითქმის მყისიერად ამოიცნო გაუნათლებელ რამანუჯანში გენიოსური ნიჭი და ისინი მჭიდრო თანამშრომლები ხდებიან. ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვაზე, თუ რა იყო მისი უდიდესი წვლილი მათემატიკაში, მან უყოყმანოდ განაცხადა, რომ ეს რამანუჯანის აღმოჩენა იყო. ჰარდიმ მათ თანამშრომლობას "ჩემი ცხოვრების ერთი [მთავარი] რომანტიკული ინციდენტი" (ინგლ. "the one romantic incident in my life") უწოდა.