გრეგორ მენდელი
ავსტრიელი ბიოლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
გრეგორ იოჰან მენდელი (გერმ. Gregor Johann Mendel; დ. 20 ივლისი, 1822[17] — გ. 6 იანვარი, 1885) — ავსტრიელი ბიოლოგი, მემკვიდრულობის შესახებ მოძღვრების (მენდელიზმი) ფუძემდებელი, ბოტანიკოსი, ავგუსტინელთა ორდენის ბერი[18], მეცნიერი და აბატი, რომელსაც ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ.
გრეგორ მენდელი | |
---|---|
გერმ. Gregor Mendel[1] | |
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1822(1822-07-20)[2] [1] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ჰინჩიცე, ავსტრიული სილეზია, ავსტრიის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 6 იანვარი, 1884(1884-01-06)[5] [6] [7] [3] [1] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ბრნო, მორავიის მარკა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] [9] [13] |
დასაფლავებულია | Tomb of the Augustinian order at the Central Cemetery in Brno[15] და ბრნოს ცენტრალური სასაფლაო[16] |
მოქალაქეობა |
ცისლეიტანია[1] ავსტრიის იმპერია[1] |
ეროვნება | მორავები[1] |
საქმიანობა | ბიოლოგი[1] [13] , გენეტიკოსი[1] , მეფუტკრე[1] , მათემატიკოსი[1] , ბოტანიკოსი[1] , კათოლიკე მღვდელი[13] და ბუნებისმეტყველი[13] |
მუშაობის ადგილი | წმინდა ტომასის სააბატო[1] |
ალმა-მატერი | ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტი[1] , ვენის უნივერსიტეტი[1] და გიმნაზია |
განთქმული მოსწავლეები | Leoš Janáček |
მეუღლე | [1] |
ჯილდოები | ფრანც იოსების ორდენი[1] |
საიტი | mendelweb.org |
მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებმა საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ მცენარეების ჯვარედინი დამტვერვის მეთოდით შეიძლებოდა ამა თუ იმ სასარგებლო თვისების მიღება, მენდელმა მიზნად დაისახა ჩასწვდომოდა მემკვიდრულ კანონზომიერებს. იგი სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობითობა კანონებს ემორჩილება, რომლებსაც შემდგომ მენდელის კანონები – „მენდელიზმი“ უწოდეს. მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ XX საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც ერიხ ვონ ჩერმაკი, ჰუგო დე ფრისი, კარლ კორენსი და უილიამ ჯასპერ სპილმენი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდნენ იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამ ხელახალმა აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დისციპლინის — გენეტიკის განვითარებას.