გრიგოლ ნოსელი
From Wikipedia, the free encyclopedia
გრიგოლ ნოსელი (ბერძ. Γρηγόριος Νύσσης, ლათ. Gregorius Nyssenus; დ. დაახლ. 335, კესარეა კაპადოკიისა, ახლანდ. კაისერი, თურქეთი, — გ. დაახლ. 394, ნისა) — ბერძენი საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. ბერძნული პატრისტიკისა და კაპადოკიელ თეოლოგთა დიდი სამეულის ( გრიგოლ ნოსელი, მისი ძმა — ბასილი დიდი და გრიგოლ ნაზიანზელი) წარმომადგენელი.
გრიგოლ ნოსელი Γρηγόριος Νύσσης | |
---|---|
დაიბადა |
335[1] ან IV საუკუნე კაისერი |
გარდაიცვალა |
395, არაუადრეს 394 ან IV საუკუნე ნევშეჰირი |
ხსენების დღე | 10 იანვარი |
მოღვაწეობა | თეოლოგი[2] , მღვდელი და მწერალი[3] |
ენა | ძველი ბერძნული ენა[4] და ლათინური ენა[3] |
თავდაპირველად რიტორიკის მასწავლებელი იყო. ქრისტიანული რელიგიით ძმის — ბასილი დიდის ზეგავლენით დაინტერესდა. 372 წელს დაადგინეს ნისას ეპისკოპოსად. არიანელების მეცადინეობით გადააყენეს 376 წელს, თუმცა მათი მფარველის — იმპერატორ ვალენტის გარდაცვლების შემდეგ კათედრაზე აღადგინეს 378 წელს. გრიგოლ ნოსელის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქრისტიანი თეოლოგის — ორიგენესა და ნეოპლატონიზმის გავლენით, თუმცა ამავე დროს აკრიტიკებდა ერთსაც და მეორესაც. ცდილობდა თეოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მორიგებას. იბრძოდა მონობის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
გრიგოლ ნოსელმა დიდი გავლენა იქონია ქართულ კულტურაზე, როგორც უშუალოდ, ისე არეოპაგიტიკის მეშვეობით. მისი შრომები თარგმნეს დავით ტბელმა, ექვთიმე მთაწმიდელმა, გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ. ქართულად ნათარგმნ შრომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროისა და შესაქმის მიმართების საკითხი („პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“), ასევე, ყველა ადამიანის არსებითი ერთიანობისა და ცხოვრების საზრისის საკითხები („კაცისა შესაქმისათჳს“).