გროგი
From Wikipedia, the free encyclopedia
გროგი — მრავალფეროვანი ალკოჰოლური სასმელი. თავდაპირველად ეს სიტყვა აღწერდა წყალსა და რომთან დაკავშირებულ სასმელს, რომელიც ბრიტანელმა ვიცე-ადმირალმა ედვარდ ვერნონმა შეიტანა საზღვაო ესკადრაში, რომელსაც მეთაურობდა დასავლეთ ინდოეთში 1740 წლის 21 აგვისტოს. ვერნონს ეცვა ფაის (grogram) ქურთუკი, მეტსახელად ძველი გროგი. ეს ვერსია მიიჩნევა ამ სიტყვის წარმოშობის ისტორიად. სიტყვა გროგ პირველად ამ გაგებით გამოიყენეს 1770 წელს, თუმცა სხვა წყაროებში მითითებულია 1749. თანამედროვე დროში ტერმინ გროგს მრავალფეროვანი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა კულტურაში.