გუდაუთა
ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
გუდაუთა (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 10 მ-ზე. სოხუმიდან დაშორებულია 43, თბილისიდან 487 კმ-ით.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გუდაუთა Гәдоуҭа | |||
მაღაზია „გუნდა“ | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 43°06′00″ ჩ. გ. 40°37′00″ ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XI საუკუნე | ||
ადრეული სახელები | გუდავა | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 | ||
მოსახლეობა | 15 300 კაცი (1991) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +995 444[1] | ||
საფოსტო ინდექსი | 6900[2] | ||
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
გუდაუთა ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,3ºC, იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,6ºC, ივლისის 23,0ºC. აბსოლუტური მინიმუმი –13ºC; აბსოლუტური მაქსიმუმი 41ºC. ნალექები 1550 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 75%.