გულრიფშის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
გულრიფშის მუნიციპალიტეტი[1] (აფხ. Гәылрыԥшь амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1946 წელს გამოეყო სოხუმის რაიონს დღევანდელ საზღვრებში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარე, დასავლეთით — სოხუმის, აღმოსავლეთით — ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები. სამხრეთით აკრავს შავი ზღვა. ფართობი 1834 კმ². რაიონული ცენტრი — დაბა გულრიფში.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
გულრიფშის მუნიციპალიტეტი აფხ. Гәылрыԥшь амуниципалитет | |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | გულრიფში | ||
კოორდინატები | 42°55′52″ ჩ. გ. 41°06′06″ ა. გ. | ||
ფართობი | 1835 კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
სატელეფონო კოდი | (448) | ||
საფოსტო ინდექსი | 7000–7099 | ||
|
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.