დამპალო
From Wikipedia, the free encyclopedia
დამპალო, დამპალოს ხევი, დამპალოს დასახლება — უბანი თბილისში, სამგორის რაიონში. ემიჯნება სამგორს.
სახელწოდება უკავშირდება ადრე აქ არსებული პირუტყვის სასაკლაოების გამო გამეფებულ ანტისანიტარიას. აქედან მოდის ამ ადგილის სხვა სახელწოდებებიც: ბოინისხევი, სასაკლაოსხევი. სასაკლაოს გაუქმების შემდეგ აქ ერთ დროს ბოსტნები იყო.