დაფნა დიუ მორიე
From Wikipedia, the free encyclopedia
დაფნა დიუ მორიე (ინგლ. Daphne du Maurier; დ. 13 მაისი, 1907 — გ. 19 აპრილი, 1989) — ინგლისელი ავტორი და დრამატურგი.
დაფნა დიუ მორიე | |
---|---|
ინგლ. Daphne Busson du Maurier Browning | |
დაბადების თარიღი | 13 მაისი, 1907 |
დაბადების ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი | 19 აპრილი, 1989 (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარი[1] |
ფსევდონიმი | Daphne du Maurier |
საქმიანობა | რომანისტი[2] , მწერალი[3] , სცენარისტი, დრამატურგი[3] , ბიოგრაფი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო[4] |
პერიოდი | 1931-1989 |
ჟანრი | გოთიკური ლიტერატურა |
Magnum opus | რებეკა, My Cousin Rachel, Jamaica Inn, Frenchman's Creek, The House on the Strand, განტევების ვაცი და The Birds and Other Stories |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი, წიგნების ეროვნული პრემია, The Grand Master[5] და ენტონის ჯილდო[6] |
მეუღლე | ფრედერიკ ბრაუნინგი[7] |
შვილ(ებ)ი | ტესა მონტგომერი[8] [7] , ფლავია ბრაუნინგი[8] [7] და ქრისტიან ბრაუნინგი[7] |
საიტი | dumaurier.org |
დიუ მორიე რომანტიკოს რომანისტად მიიჩნევა, თუმცა მისი ნაწარმოებები ხასიათდება, როგორც „მელანქოლიური და რეზონანსული“ პარანორმალურობის დეტალებით. მწერლის მრავალი ნამუშევარი, რომლებიც თავდაპირველად კრიტიკოსებმა არასერიოზულად მიიღეს, შემდგომში ბესტსელერი გახდა და მწერალს თხრობის ოსტატური მანერისთვის აღიარება მოუტანა.
დიუ მორიეს ნაწარმოებების არაერთი წარმატებული კინოადაპტაციაა შექმნილი, მათ შორის გამორჩეულია ალფრედ ჰიჩკოკის ნამუშევრები, რომელიც მწერლის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო.[9] 1939 წელს რეჟისორმა დიუ მორიეს რომანის „ტავერნა იამაიკა“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. 1940 წელს შექმნა კინოადაპტაცია მწერლის ყველაზე გახმაურებული რომანისა „რებეკა“, ხოლო 1963 წელს გადაიღო ფილმი მოთხრობის „ჩიტები“ მიხედვით.
დიუ მორიეს ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად კორნვოლის სანაპიროზე ვითარდება, სადაც მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ცნობილია, რომ პოპულარობის ზრდასთან ერთად, მწერალი უფრო და უფრო ჩაკეტილი ხდებოდა.[10]
ქართული ენაზე თარგმნილია დიუ მორიეს ცნობილი რომანი „რებეკა“.