დიდი იდეა (საბერძნეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი იდეა (ბერძ. Μεγάλη Ιδέα - მეგალი იდეა) – ბერძნების ირედენტისტული კონცეფცია ოსმალეთის იმპერიის ბატონობის ქვეშ ყოფნის დროს, რომელიც გულისხმობდა ბიზანტიის იმპერიის აღდგენას ცენტრით კონსტანტინოპოლში.
ტერმინმა Μεγάλη Ιδέα პირველად გაიჟღერა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის იოან კოლეტის სიტყვაში, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის დებატებისას 1844 წელს.[1] იდეამ აქტუალობა მოიპოვა სევრის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლის ძალითაც მოკავშირები ინაწილებდნენ ოსმალეთის იმპერიას.