დიერდ ლიგეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიერდ შანდორ ლიგეტი (უნგრ. Ligeti György Sándor [ˈliɡɛti ˈɟørɟ ˈʃaːndor]; დ. 28 მაისი, 1923 — გ. 12 ივნისი, 2006) — თანამედროვე კლასიკური მუსიკის უნგრელ-ავსტრიელი კომპოზიტორი. მოხსენიებულია, როგორც „XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ავანგარდისტი კომპოზიტორი“ და „ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინოვატორი თავისი დროის პროგრესულ ფიგურებს შორის“.[14]
დიერდ ლიგეტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 მაისი, 1923(1923-05-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბ. ადგილი | Târnăveni[9] |
გარდ. თარიღი | 12 ივნისი, 2006(2006-06-12)[1] [2] [3] [4] [6] [9] [11] [12] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა[1] [9] |
დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო[13] |
საიტი | gyoergy-ligeti.de |
დიერდ ლიგეტი ვიკისაწყობში |
დაიბადა ტრანსილვანიაში, რუმინეთში და ცხოვრობდა კომუნისტურ უნგრეთში 1956 წლამდე, ხოლო შემდგომ ავსტრიაში გადასახლდა. 1968 წელს მიიღო ავსტრიის მოქალაქეობა. 1973 წელს გახდა კომპოზიციის პროფესორი ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში (გერმ. Hochschule für Musik und Theater Hamburg), სადაც 1989 წლამდე მუშაობდა. გარდაიცვალა 2006 წელს, ვენაში.
უნგრეთის კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების გამო, ლიგეტიმ მუსიკალური ავანგარდის მიმართ თავისი მისწრაფების განხორციელება და ახალი კომპოზიციური ხერხების განვითარება მხოლოდ 1956 წლიდან, ავსტრიაში ემიგრაციის შემდეგ შეძლო. კელნში ელექტრონულ მუსიკაში ექსპერიმენტული მუშაობის შემდეგ, დიდი წარმატება მოუტანა ისეთმა საორკესტრო ნაწარმოებებმა, როგორიცაა, ატმოსფეროები, რომელშიც გამოყენებულ ტექნიკას, მოგვიანებით, „მიკროპოლიფონია“ უწოდა. თავისი „ანტი-ანტი-ოპერის“ – დიდი მაკაბრის (ფრანგ. Le Grand Macabre) დაწერის შემდეგ, თანდათან დაშორდა ქრომატიზმს. ბოლო ნაწარმოებებში აქტიურად იყენებდა პოლირიტმიას.
მისი მუსიკა ფართო საზოგადოებისთვის, ძირითადად, ფილმებიდანაა ცნობილი. მას არასოდეს დაუწერია ფილმის საუნდტრეკი, თუმცა მისი მუსიკა არაერთ ფილმში გამოიყენეს. მათ შორის, ყველაზე ცნობილია სტენლი კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეა.