დინამო ზაგრები (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი დინამო ზაგრები (ხორ. Građanski nogometni klub Dinamo Zagreb) — ხორვატული საფეხბურთო კლუბი ზაგრებიდან. დაარსდა 1945 წელს, სამი ზაგრებული კლუბის, „გრაჯიანსკის“, „კონკორდიასა“ და „ჰაშკის“ ბაზაზე. კლუბი საშინაო მატჩებს ატარებს „მაქსიმირის“ სტადიონზე. ტიტულების რაოდენობით, დამოუკიდებლობის პერიოდიდან ითვლება ხორვატიის საუკეთესო კლუბად. კლუბი ხორვატიის 24-გზის ჩემპიონი, ხორვატიის თასის 16-გზის მფლობელი და ხორვატიის სუპერთასის 5-გზის მფლობელია. კლუბი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა, 1946 წლიდან 1991 წლამდე მონაწილეობას იღებდა იუგოსლავიის პირველ ლიგაში, ხოლო შემდეგ, 1992 წლიდან ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დინამო. |
სრული სახელი | Građanski nogometni klub Dinamo Zagreb | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | Plavi (ლურჯები) | |||
დაარსდა | 9 ივნისი, 1945; 78 წლის წინ (1945-06-09) | |||
სტადიონი |
„მაქსიმირი“, ზაგრები (ტევადობა: 35 123) | |||
პრეზიდენტი | მირკო ბარიშიჩი | |||
მწვრთნელი | სერგეი იაკიროვიჩი | |||
კაპიტანი | არიან ადემი | |||
ლიგა | პირველი ლიგა | |||
2022–23 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
| ||||
მიმდინარე სეზონი |
ზაგრების „დინამოს“ დებიუტი იუგოსლავიის პირველ ლიგაში 1946–47 წლების სეზონზე შედგა და ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. შემდეგ სეზონში „დინამომ“ პირველი ადგილი დაიკავა და პირველი დიდი ჯილდოც მიიღო კლუბის ისტორიაში. შემდგომში დინამომ 7-ჯერ მოიგო იუგოსლავიის ჩემპიონატი და სამჯერ გახდა თასის მფლობელი, ხოლო 1991 წელს მათ იუგოსლავიის დაშლის გამო დატოვეს იუგოსლავიის ჩემპიონატი. ზაგრების დინამო ერთადერთი კლუბია ხორვატიაში, რომელსაც ევროპული ოქრო აქვს მოპოვებული. ის მათ 1966–67 წლის ბაზრობათა თასზე მოიპოვეს, როცა ფინალში, ორი მატჩის ჯამში ინგლისური ლიდზ იუნაიტედი დაამარცხეს, ანგარიშით — 2–0.