დომიცია ლონგინა
From Wikipedia, the free encyclopedia
დომიცია ლონგინა (დ. დაახლ. 50–55 – გ. დაახლ. 126-130) — რომის იმპერატრიცა და რომის იმპერატორის, დომიციანეს ცოლი. გენერალისა და კონსულის, გნეუს დომიციუს კორბულონის უმცროსი ქალიშვილი. გაშორდა პირველ ქმარს, ლუციუს აელიუს ლამია პლაუტიუს ელიანუსს, რათა დაქორწინებულიყო დომიციანეზე, 71 წელს. მათ ეყოლათ მხოლოდ ერთი ვაჟი, რომლის ნაადრევი სიკვდილიც, ცნობილია, რომ გამოწვეული იყო წყვილს შორის დროებითი უთანხმოებით. იმპერატრიცა გახდა 81 წელს, დომიციანეს გაიმპერატორების შემდეგ, ამ ტიტულს 96 წლამდე, დომიციანეს მკვლელობამდე ატარებდა. ითვლება, რომ დომიცია ლონგინა გარდაიცვალა ჩვენი წელთაღრიცხვით 126-დან 130 წლამდე.
სწრაფი ფაქტები დომიცია ლონგინა, დაბადების თარიღი ...
დომიცია ლონგინა | |
---|---|
დომიცია ლონგინა (82-92), ვარშავას ეროვნული მუზეუმი | |
დაბადების თარიღი | დაახლ. 50–55 |
გარდაცვალების თარიღი | დაახლ. 126–130 |
ეროვნება | რომაელი |
პროფესია | რომის იმპერატრიცა |
მეუღლე(ები) |
ლუციუს აელიუს ლამია პლატიუს ალიანუსი დომიციანე |
შვილ(ებ)ი | 1 ვაჟი და შესაძლო ორი ქალიშვილი |
მშობლები |
მამა: გნეუს დომიციუს კორბულო დედა: კასია ლონგინა |
დახურვა