დონ კარლოსი (კარლ IV-ის ვაჟი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დონ კარლოს ესპანელი (ესპ. Don Carlos de España; დ. 29 მარტი, 1788 — გ. 10 მარტი, 1855) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უმცროსი ვაჟი. მონილას გრაფი და კარლისტების პარტიის დამაარსებელი. ესპანეთის დე ფაქტო მეფე 1833-45 წლებში კარლ V-ის სახელით. მას სძულდა ლიბერალიზმი და ცდილობდა ესპანეთში კათოლიკური ეკლესიის გავლენების აღდგენას. 1833 წლიდან, მას შემდეგ რაც მისი უფროსი ძმა, მეფე ფერდინანდ VII გარდაიცვალა და ტახტზე ისაბელ II ავიდა, კარლმა მას ტახტის წართმევა მოუნდომა. ხალხის დიდი ნაწილი ტახტზე კარლის ასვლას ემხრობოდა, რითაც ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული "კარლისტური მოძრაობა". იგი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ისაბელის დედისგან, რეგენტ-დედოფალ მარია კრისტინა სიცილიელისგან, რასაც მოჰყვა ესპანეთის სამოქალაქო ომის (1833-40) დაწყება. კარლს ემხრობოდნენ ბასკეთი, ნავარა და კატალონია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ესპანეთის ტახტზე ასასვლელად. იგი ვერასდროს გახდა ნამდვილი მეფე, საბოლოოდ კი ავსტრიაში გარდაიცვალა დევნილობაში.
დონ კარლოს ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 მარტი, 1788 არანხუესის სამეფო სასახლე, მადრიდი, ესპანეთის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
10 მარტი, 1855, (66 წლის) ტრიესტი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება |
ელისონდოს ჰერცოგი მონილას გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
მარია ფრანსისკა პორტუგალიელი (ქ. 1816 - გარდ. 1834) მარია ტერეზა პორტუგალიელი (ქ. 1838) |
შვილ(ებ)ი |
კარლოსი, მონტემილონის გრაფი ხუანი, მონტისონის გრაფი ფერნანდო |
მშობლები |
მამა: კარლ IV, ესპანეთის მეფე დედა: მარია ლუიზა პარმელი |