ეგერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგერი (უნგრ. Eger; გერმ. Erlau; თურქ. Eğri; ლათ. Agria; პოლ. Jagier; სლოვაკ. Jáger; სლოვენ. Jager; ჩეხ. Jager; სერბ. Jegar/Jerpa/Jegra/Jerap; ხორვატ. Jegar/Jerpa/Jegra/Jerap) — ჩრდილოეთ უნგრეთის მეორე უდიდესი ქალაქი, ჰევეშის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი. ცნობილია თავისი ციხესიმაგრით, თერმებით, ისტორიული შენობებით, კერძებითა და წითელი ღვინით. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 56 530 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ის უნგრეთის სიდიდით მე-19 ქალაქია. გაშენებულია ნაკადულ ეგერზე, ბიუკის მთების ბორცვებზე.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ეგერი Eger | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე (უნგრეთი)|უნგრეთის მდეიები|მედიე | ჰევეშიჰევეში | ||||
კოორდინატები | 47°53′56″ ჩ. გ. 20°22′29″ ა. გ. | ||||
მერი | Ádám Mirkóczki[1] | ||||
ფართობი | 92,2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 165±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 56 530 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 610,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (+36) 36 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3300 | ||||
ოფიციალური საიტი | eger.hu | ||||
დახურვა
თანამედროვე ეგერის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ქვის ხანაში. ეგერი დააარსა უნგრეთის პირველმა ქრისტიანმა მეფემ და ამჟამად წმინდანმა იშტვან I-მა (997–1038).