ედვარდ მუნკი
ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
ედვარდ მუნკი (ნორვ. Edvard Munch; დ. 12 დეკემბერი, 1863, ლეტენი — გ. 23 იანვარი, 1944, ეკელი, ოსლოს მახლობლად) — ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი. დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „კივილი“, „ავადმყოფი ბავშვი“, „მადონა“, „ვამპირი“.