ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროვიზის სიმღერის კონკურსი 2007 — ევროვიზიის 52-ე სიმღერის კონკურსი. კონკურსში სერბეთმა გაიმარჯვა და ის ჰარტვოლ არენაში ჰელსინკი, ფინეთი ჩატარდა 10 მაისიდან (ნახევარფინალი) 12 მაისამდე (ფინალი). კონკურსის მასპინძელი ტრანსლატორი იყო YLE. ფინეთმა კონკურსის მასპინძლობის უფლება მძიმე მეტალ ჯგუფის ლორდის წყალობით მოიპოვა, რომელმაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2006 მოიგო ფინეთის წარმომადგენლის სახით. ეს ნიშნავდა, რომ ფინეთი პირველად გახდებოდა ევროვიზიის ჩატარების ადგილი. მასპინძლები პოპულარული ფინელი ტელეწამყვანი იანა პელკონენი და ფინელი მუსიკოსი და მსახიობი მიკო ლეპილამპი იყვნენ, ხოლო კრისე სალმინენი მწვანე ოთახიდან ერთვებოდა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007 | |
---|---|
თარიღ(ებ)ი | 12 მაისი 2007 ფინალი 10 მაისი 2007 ნახევარ-ფინალი |
წამყვან(ებ)ი | იანა პელკონენი მიკო ლეპილამპი კრისე სალმინენი (მწვანე ოთახში) |
გამართვის ადგილი | ჰარტვოლ არენა, ჰელსინკი, ფინეთი |
გამარჯვებული სიმღერა | სერბეთი მარია სერიფოვიჩი "Molitva" |
ხმის მიცემის სისტემა | ხმის მიცემა ხდება ზარით ან ესემესით. ქვეყანა 10 ფავორიტს აძლევს 12, 10 და 8-დან 1 ქულამდე. ქულების ყველა ქვეყნიდან დასახელების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული |
მონაწილეთა რაოდენობა | სულ 42 ქვეყანა, 28 ნახევარ-ფინალში და 24 ფინალში (რომელთაგან 10 ნახევარ-ფინალიდანაა) |
ქვეყნების დებიუტი | ჩეხეთი საქართველო მონტენეგრო სერბეთი |
დაბრუნებული ქვეყნები | ავსტრია უნგრეთი |
გასული ქვეყნები | მონაკო |
ნული ქულა | არც ერთი |
შუალედური წარმოდგენა | აპოკალიპტიკა |
გამხსნელი წარმოდგენა | Lordi |
რუკა
| |
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007 | |
◄2006 2008 ► |
კონკურსის ოფიციალური ლოგო უცვლელი დარჩა, მასპინძელი ქვეყნის, ფინეთის, დროშით შუაგულში. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ და YLE-მ გამოაცხადეს, რომ 2007 წლის კონკურსის თემა იქნებოდა "True Fantasy" (ნამდვილი ფანტაზია), რომელმაც ფინელების და ფინეთის კულტურის პოლარულობა მოიცვა. კონკურსის ვიზუალური თემის გასაფორმებლად დიზაინ-სააგენტო "Dog Design"-მა იზრუნა, კალეიდოსკოპური მონახაზების შექმნით, რომლებიც მრავალგვარი სიმბოლოებისგან გაკეთდა, მათ შორის ძახილის ნიშენებისგან და ასო "F"-ისგან. 2007 წლის 20 თებერვალს კონკურსის გადამუშავებული ოფიციალური საიტი გაეშვა, რომელმაც პირველად გააკეთა იმ წლის თემატური მონახაზები. გამოვიდა ოფიციალური CD და DVD.
ჰარტვოლ არენა, ფინეთის უდიდესი ყინული ოკეის არენა, თავიდანვე ფავორიტი იყო კონკურსის გასამართი ადგილების არჩევისას. არენა თვითონ YLE-ს ოპერაციულ ცენტრთანაა განლაგებული, რაც ლოჯისტიკას აადვილებდა. ასევე, გაკეთდა კონკურსის 13 მილიონ ევროიანი ბიუჯეტის პრეზენტაცია. კონკურსის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს ფინურმა ქალაქებმა ესპოომ, ტურკუმ და ტამპერემ.
მონაწილეობას იღებდა რეკორდული რაოდენობის - 42 ქვეყანა. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ (ემგ) თავისი შეზღუდვა 40 ქვეყნამდე აღარ გამოიყენა, რაც ზოგიერთი ქვეყნის კონკურსს გარეთ დარჩენას გამოიწვევდა.
2007 წლის 12 მარტს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა ნახევარფინალში, ფინალში და ხმების გამოცხადებისას ქვეყნების რიგითობაზე.