ევროპის რეგიონთა კომიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის რეგიონთა კომიტეტი — ევროკავშირის ერთ-ერთი დამხმარე ინსტიტუტი, რომელიც დაარსებულია მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე და შედგება რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა 222 წარმომადგენლისაგან, რომლებსაც წევრი სახელმწიფოების რეკომენდაციის საფუძველზე ოთხ წელიწადში ერთხელ ნიშნავს ევროპის კავშირის საბჭო. საბჭო ან კომისია ეთათბირებიან კომიტეტს ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევების თაობაზე. გარდა ამისა, კომიტეტს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმაც შეუძლია.