ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004: ფინალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004: ფინალი — ევრო 2004-ის დასკვნითი მატჩი. მასში მონაწილეობდა ტურნირის მასპინძელი პორტუგალიის ნაკრები და ფავორიტადაც ითვლებოდა. მისი მეტოქე იყო საბერძნეთის ნაკრები, რომელიც მეორედ ასპარეზობდა ევროპის ჩემპიონატზე. ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ ამავე ჩემპიონატის გახსნის მატჩში, რაც პირველად მოხდა დიდი საფეხბურთო ტურნირების ისტორიაში. პირველი მატჩი, ყველასთვის მოულოდნელად, საბერძნეთმა მოიგო 2-1. საბერძნეთმა მოიგო ასევე ფინალიც, ანგარიშით 1-0. გამარჯვების გოლი ანგელოს ხარისტეასმა 57-ე წუთზე გაიტანა.
სწრაფი ფაქტები ტურნირი, პორტუგალია ...
ტურნირი | ევრო 2004 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
თარიღი | 4 ივლისი, 2004 | ||||||
არენა | და ლუშის სტადიონი, ლისაბონი | ||||||
საუკეთესო ფეხბურთელი | თეოდოროს ზაგორაკისი (საბერძნეთი) | ||||||
მსაჯი | მარკუს მერკი (გერმანია) | ||||||
დასწრება | 62 865 | ||||||
← 2008 2008 → |
დახურვა