ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008: ფინალი
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა ევრო 2008–ის ფინალი — ევრო 2008-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 2008 წლის 29 ივნისს ერნსთ–ჰაპელის სტადიონზე, ვენაში, ავსტრია და გამოვლინდა უეფა ევრო 2008–ის გამარჯვებული. ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ ნაკრები 1:0 დაამარცხა და 1964 წელს მოგებული ფინალის შემდეგ, ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. ლუის არაგონესის გუნდის ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს, ეს კი 1984 წლის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ტრიუმფს საფრანგეთმა მიაღწია, პირველად მოხდა.
სწრაფი ფაქტები ტურნირი, გერმანია ...
Euro Cup 2008 Final Vienna.JPG | |||||||
ტურნირი | ევრო 2008 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
თარიღი | 29 ივნისი, 2008 | ||||||
არენა | ერნსთ–ჰაპელის სტადიონი, ვენა | ||||||
საუკეთესო ფეხბურთელი | ფერნანდო ტორესი (ესპანეთი) | ||||||
მსაჯი | რობერტო როსეტი (იტალია) | ||||||
დასწრება | 51 428 | ||||||
← 2004 2012 → |
დახურვა