ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის ფრენბურთის ფედერაცია (Confédération Européenne de Volleyball) შეიქმნა 1963 წლის 21 ოქტომბერს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის VIII კონგრესის გადაწყვეტილებით. მას უნდა ეხელმძღვანელა ფრენბურთის განვითარებისათვის ევროპაში და წარმოადგინა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია ევროპულ ქვეყნებში. თავდაპირველად ამ ორგანოს ფრენბურთის ევროპული კომისია ეწოდებოდა. 1972 წელს კომისია გადაკეთდა კონფედერაციად და ეწოდა დღევანდელი სახელი.
ფედერაციის უნაღლესი ორგანოა გერერალური ასამბლეა, რომელსაც იწვევენ ორ წელიწადში ერთხელ. ასამბლეებს შორის ფედერაციის მუშაობას ხელმძღვანელობს 30 წევრიანი ადმინისტრაციული საბჭო (ირჩევენ ოთხი წლით), რომლელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევა აღმასრულებელ კომიტეტს. მის უშობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. ადმინისტრაციული საბჭო ყოველ წლიურად ატარებს სხდომას (არანაკლებ ერთსა წელიწადში) სადაც განიხილავს მიმდინარე საკითხებს. გარდა ამისა ფედერაციაში ყოველდღიურ სამუშაოებს უძღვებია დარგობრივი კომიტეტები (საორგანიზაციო, საფინანსო, იურიდიული, სამსაჯო, ევროპული თასების, პლაჟის ფრენბურთის და სამედიცინო). ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლუქსემბურგში. ოფიციალური ენებია ინგლისური , რუსული და ფრანგული.
ამჟამად პრეზიდენტია - ანდრე მეიერი (ლუქსემბურგი)
ფედერაცია აერთიანებს 55 ქვეყანას.