ევროპის ჩემპიონატი ბალახის ჰოკეიში
From Wikipedia, the free encyclopedia
1970 წლიდან ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია ატარებს კონტინენტის პირველობას ვაჟთა გუნდებისათვის, ხოლო 1984 წლიდან - ქალებისათვის. ტურნირები ჯერ ოთხწლიანი ციკლით იმართებოდა, ხოლო 2003 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ. 2005 წლიდან შემოღებული იქნა მეორე (Nations Trophy), მესამე (Nations Challenge-I) და მეოთხე (Nations Challenge-II) ჯგუფები. ზედა ჯგუფის ორ უკანასკნელ ადგილზე გასული გინდი ადგილს უთმობს მომდევნო ჯგუფის პირველ-მეორე პრიზიორს.