ევროპის ხელბურთის ფედერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის ხელბურთის ფედერაცია (European Handball Federation — EHF) 1991 წლის 17 ნოემბერს დაარსდა ბერლინში.
ფედრაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში.
ფედერაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კონგრესებს შორის ფედერაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი. ფედერაციის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვებიან საშეჯიბრო, მსაჯთა, მეთოდური, საარბიტრაჟო, ტექნიკური, ქალთა, პლაჟის ხელბურთის და საფინანსო კომიტეტები.
ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტია ტორ ლაინი (ნორვეგია).
ფედერაციის ოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული და გერმანული.
ევროპის ხელბურთის ფედერაციის წევრები არიან 51 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია: