ელინგეს ქვები
From Wikipedia, the free encyclopedia
ელინგეს ქვები — დეკორირებული, ამოტვიფრული ქვების მასივი, რომელიც დანიის ქალაქ ელინგეში აღმოაჩინეს. მიეკუთვნება ახ. წ. X საუკუნეს. ორი ყველაზე ძველი ქვიდან ერთ-ერთი, აღმართულია მეფე გორმ მოხუცის მიერ, რომელიც მან თავის ცოლის ხსოვნას მიუძღვნა. მასივის უდიდესი ქვა აღმართულია გორმ მოხუცის ვაჟის, ჰერალდ ლურჯკბილებიანის მიერ, რომელმაც მემორიალი თავის მშობლების ხსოვნას, მის მიერ დანიისა და ნორვეგიის დაპყრობასა და დანიელების გაქრისტიანებას მიუძღვნა.
სწრაფი ფაქტები ელინგეს მიწაყრილები, ქვები და ეკლესია*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ელინგეს მიწაყრილები, ქვები და ეკლესია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | დანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 55°45′21″ ჩ. გ. 9°25′10″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) |
ნომერი | 697 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
მეფე გორმ მოხუცის მიერ აღმართულ ქვაზე ვკითხულობთ: „ეს მონუმენტი აღმართა მეფე გორმმა, თავისი ცოლის, დანიის მშვენება თილის ხსოვნისადმი".
1994 წელს, ელინგეს ქვები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშ შეიტანა.