ემილიო ბუტრაგენიო
From Wikipedia, the free encyclopedia
ემილიო ბუტრაგენიო (ესპ. Emilio Butragueño; დ. 22 ივლისი, 1963, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე რეალ მადრიდის და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის[1][2] და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[3]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
ბუტრაგენიო 2015 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ემილიო ბუტრაგენიო სანტოსი | ||
დაბადების თარიღი | 22 ივლისი, 1963 (1963-07-22) (60 წლის) | ||
დაბადების ადგილი | მადრიდი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1981–1982 | რეალ მადრიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1982–1984 | რეალ მადრიდ B | 65 | (37) |
1984–1995 | რეალ მადრიდი | 341 | (123) |
1995–1998 | სელაია | 91 | (29) |
სულ | 497 | (188) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1983–1984 | ესპანეთი (21 წლ.) | 5 | (2) |
1984 | ესპანეთი (სამ.) | 1 | (1) |
1984–1992 | ესპანეთი | 69 | (26) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
ბუტრაგენიო რეალ მადრიდის ახალგაზრდული აკადემიის, ლა ფაბრიკას აღზრდილია. კლუბში ასპარეზობისას ის გამოკვეთილი ლიდერი იყო და მისი თამაში დიდად განსაზვრავდა მაშინდელი „რეალის“ ასპარეზობას. მეტოქის საჯარიმოში სწრაფი და დაუნდობელი მოქმედებების გამო ბუტრაგენიოს El Buitre (ორბი) უწოდეს.
1986 და 1987 წლებში ბუტრაგენიო France Football-მა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში შეიყვანა და ბრინჯაოს ბურთით დააჯილდოვა.