ემოციურობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ემოციურობა — ემოციის ქცევითი და ფიზიოლოგიური მახასიათებელი. ემოციურობა არის ადამიანის ემოციური რეაქტიულობის საზომი, რომელსაც ის სტიმულის საპასუხოდ ავლენს. ემოციური პასუხების უმეტესობა სხვა ადამიანებმა შეიძლება შეამჩნიონ, თუმცა ზოგიერთი ემოციური რეაქცია მხოლოდ იმ ადამიანისთვისაა შესამჩნევი, რომელიც თავად განიცდის მას.[1] მარტივად შესამჩნევ ემოციურ პასუხებს (მაგ., ღიმილს) მხოლოდ ერთი მნიშვნელობა არ აქვს. ღიმილი შეიძლება როგორც ბედნიერებას, ასევე ღელვას გამოხატავდეს; შეჭმუხნული წარბები შეიძლება გამოხატავდეს როგორც გაბრაზებას, ასევე სევდას და ა.შ.[2] ემოციურობას ხშირად იყენებენ ფსიქოლოგი მკვლევრები, რომ კვლევებისთვის განმარტონ ემოცია.[3]