ერბილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერბილი, იგივე ჰავლერი (ქურთ. ھەولێر; არაბ. أربيل Arbīl; Hewlêr; სირ. ܐܪܒܝܠ Arbel) — ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი. მდებარეობს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. 2013 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 1 500 000 ადამიანს შეადგენს. შედის ერბილის მუჰაფაზის შემადგენლობაში და წარმოადგენს მის ცენტრს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ერბილი ھەولێر | |
ქვეყანა | ერაყი |
ავტონომიური რეგიონი | ქურთისტანიერაყის ქურთისტანი | ქურთისტანი |
კოორდინატები | 36°11′28″ ჩ. გ. 44°00′33″ ა. გ. |
გუბერნატორი | ნავზარდ ჰადი |
ფართობი | 12000 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 420±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქურთული |
მოსახლეობა | 1 500 000 კაცი (2013) |
ეროვნული შემადგენლობა | ქურთები |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 66 |
საფოსტო ინდექსი | 44001 |
დახურვა
სავარაუდოდ აქ პირველი დასახლება ქრისტეს შობამდე 5000 წელს უნდა გაჩენილიყო. ამის გამო ერბილი ერთ-ერთ ყველაზე ძველ მუდმივად დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. ქალაქი მნიშვნელოვანია ისლამური არტეფაქტების სიუხვით და არქეოლოგიური პროექტების ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი მოხსენიებულია მესამე თასწლეულის შუმერულ ნაწერებში როგორც „ურბელუმი“ ან „ურბილუმი“. სავარაუდოდ წარმოსდგება სახელიდან „არბილო“, რაც შუმერულად ოთხ ღმერთს ნიშნავს.