ერნესტ რეზერფორდი (ინგლ. Ernest Rutherford; დ. 30 აგვისტო, 1871, ბრაიტუოტერი, ახალი ზელანდია — გ. 19 ოქტომბერი, 1937, კემბრიჯი, ინგლისი) — ახალი ზელანდიელი წარმოშობის ინგლისელი ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. სამეცნიერო სკოლის შემქმნელი, ატომის პლანეტარული მოდელის ავტორი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1903) და პრეზიდენტი (1925–1930). მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1908).
სწრაფი ფაქტები ერნესტ რეზერფორდი, დაბ. თარიღი ...
ერნესტ რეზერფორდი |
---|
ინგლ. Ernest Rutherford[1] |
|
დაბ. თარიღი |
30 აგვისტო, 1871(1871-08-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
---|
დაბ. ადგილი |
Spring Grove[8] |
---|
გარდ. თარიღი |
19 ოქტომბერი, 1937(1937-10-19)[10] [11] [12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] (66 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
კემბრიჯი[7] [8] |
---|
დასაფლავებულია |
უესტმინსტერის სააბატო[13] [1] |
---|
მოქალაქეობა |
ახალი ზელანდია[14] |
---|
საქმიანობა |
ბირთვული ფიზიკოსი[1] , ქიმიკოსი[1] , ფიზიკოსი[1] , პროფესორი[15] , პოლიტიკოსი[16] და უნივერსიტეტის პროფესორი[17] |
---|
მუშაობის ადგილი |
მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი[1] , მაკგილის უნივერსიტეტი[1] , კავენდიშის ლაბორატორია და მანჩესტერის უნივერსიტეტი |
---|
ალმა-მატერი |
კენტერბერის უნივერსიტეტი[1] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[1] , ტრინიტის კოლეჯი[1] და ნელსონის კოლეჯი[1] |
---|
განთქმული მოსწავლეები |
ნილს ბორი[1] , Charles Galton Darwin, პეტრე კაპიცა, Mark Oliphant, Patrick Blackett, ჰანს გაიგერი, ფრედერიკ სოდი, Ernest Walton, ჯეიმზ ჩედვიკი, John Cockcroft, ედვარდ ეპლტონი და ოტო ჰანი |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
ხელოვნების ბაკალავრი[14] , ხელოვნების მაგისტრი[14] , მეცნიერების ბაკალავრი[14] და მეცნიერებათა დოქტორი[14] |
---|
მეუღლე |
მერი ჯორჯინა რეზერფორდი[1] |
---|
მამა |
James Rutherford[2] |
---|
დედა |
Martha Thompson[18] |
---|
შვილ(ებ)ი |
Eileen Mary Rutherford[2] |
---|
ნათესავ(ებ)ი |
Ralph H. Fowwlerr |
---|
ჯილდოები |
ჰექტორის მედალი[1] , ნობელის პრემია ქიმიაში[19] [20] [1] , მატეუჩის მედალი[1] , კოპლის მედალი[1] [21] , ფრანკლინის მედალი[1] , ელიოტ კრესონის მედალი[1] , სამეფო საზოგადოების წევრი[1] , ფარადეის ლექციის პრიზი[1] , ვილჰელმ ექსნერის მედალი[1] , ფარადეის მედალი[1] , რუმფორდის მედალი[1] , ალბერტის მედალი[1] [22] , ბეიკერის სახელობის ლექცია, ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[23] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი, გატრის ლექცია, T. K. Sidey Medal[24] , ბრესას პრემია[25] , რაინდი-ბაკალავრი, ღირსების ორდენი[26] , Silliman Memorial Lectures, ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის, IET Kelvin Lecture, Faraday Medal and Prize, Echegaray Medal და დალტონის მედალი |
---|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
რეზერფორდის შრომები უმთავრესად უკავშირდება ატომბირთვის საკითხებს. მან დაადგინა ე.წ. რეზერფორდის ფორმულა. წამოაყენა მზის სისტემის მსგავსი ატომის აგებულების პლანეტარული მოდელი, რომლის საფუძველზეც ნილს ბორმა შექმნა ატომისა და სპექტრების თეორია. 1919 წელს რეზერფორდმა პირველმა განახორციელა ხელოვნური ბირთვული გარდაქმნები, უწოდა სახელი პროტონებს, 1921 წელს იწინასწარმეტყველა ნეიტრონის არსებობა.